English Version

"ქართული დასი" ახალი ინიციატივით გამოდის

25 ივნისი | 18:12 ამობეჭდვა

"ქართული დასი" ახალი ინიციატივით გამოდის - დღეს გამართულ ბრიფინგზე ჯონდი ბაღათურიამ ჟურნალისტებს ახალი პროექტი წარუდგინა, რომელიც მოსახლეობის საბანკო დავალიანებებისგან გათავისუფლებას გულისხმობს.

ბაღათურია თვლის, რომ თუ მის ინიციატივას ხელისუფლება მხარს დაუჭერს, მოსახლეობას ბანკებთან პრობლემები აღარ ექნება.

ბაღათურია ითხოვს, რომ პრობლემური სესხები კრედიტორებს ჩამოეწეროთ და აღნიშნული დავალიანება სახელმწიფომ დაფაროს.

"ქართული დასის" ლიდერი აცხადებს, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში დაბალპროცენტიანი საბანკო პროდუქტების შექმნაც, რათა ხალხს სოციალური მდგომარეობა გაუუმჯობესდეთ.