დარიალის ხეობაში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს დაღუპული 28 წლის ქალბატონი უკვე საქართველოში გადმოასვენეს.
მაია ქუცნიაშვილის ცხედარი რუსულმა მხარემ საზღვართან ქართულ მხარეს გადასცა. მას ექსპერტიზა თბილისშიც ჩაუტარდება. საქართველო-რუსეთის საზღვართან, ლარსში იმყოფებოდნენ გარდაცვლილის ოჯახის წევრებიც.
უბედური შემთხვევა დარიალის ხეობაში გუშინ მოხდა. 28 წლის მაია ქუცნიაშვილი ყაზბეგში მეგობრებთან ერთად ექსკურსიაზე იმყოფებოდა, როდესაც ფოტოების გადაღების დროს ფეხი დაუსხლტა, მდინარეში ჩავარდა და თავი დაარტყა. დინების სიძლიერის გამო, მეგობრებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
გარდაცვლილი დინებამ რუსეთის ტერიტორიისკენ წაიღო. ცხედრის პოვნა სწორედ იქ მოხერხდა და ვლადიკავკაზის პროზექტურაში ექსპერტიზა ჩაუტარდა.
სასულიერო პირების და აქციის მონაწილეების ნაწილი სამებისკენ გაემართა
"ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი იქნება
ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავეს
სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი ევროვიზიის ფინალში იმღერებენ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადება
რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს იუსტიციის მინისტრი ეხმიანება
დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს რუსული მედია ეხმიანება
ტირიფონის რეაბილიტირებული მაგისტრალური სარწყავი არხი გაიხსნა
ევროვიზიის ნახევარფინალის ტრანსლირება 23:00 საათიდან დაიწყება
საგარეჯოში მცხოვრებ დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

