English Version

ავიაკატასტროფა ინდონეზიაში

21 ივნისი | 17:22 ამობეჭდვა

ავიაკატასტროფა ინდონეზიაში-ჯაკარტაში ქვეყნის სამხედრო საჰაერო ძალების კუთვნილი თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსს დაეცა.

შემთხვევის ადგილზე ხანძარი გაჩნდა, რომელიც ახლომდებარე შენობებს მოედო. ამ დრომდე ინფორმაცია დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ არ ვრცელდება.

უცნობია ავიაკატასტროფის მიზეზებიც. „ფოკერ 27“ ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჯაკარტის აღმოსავლეთით მდებარე საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად ჩამოვარდა.