რა გახდა ბალტიმორში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის მიზეზი - მერილენდის შტატში ცივი იარაღით 23 წლის ბექა ზარდიაშვილი მოკლეს. გარდაცვლილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ზარდიაშვილს სამსახურში უთანხმოება ჰქონდა, რასაც მათი თქმით, შესაძლოა ინციდენტი უკავშირდებოდეს.
ბალტიმორში უკვე ჩავიდა მოკლულის მამა, დედა კი ამ დრომდე ნიუ იორკში რჩება. „მოამბე“ ამერიკის შეერთებულ შტატებში ტელეფონით ბექა ზარდიაშვილის მეგობარსაც დაუკავშირდა. მისი თქმით, მკვლელობა თანამშრომელთან შელაპარაკების მიზეზით მოხდა.
23 წლის ბექა ზარდიაშვილი მოკლული მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორში იპოვეს. მას ჭრილობები დანით ყელის არეში ჰქონდა მიყენებული. ამერიკაში საქართველოს საკონსულოს ინფორმაციით, მკვლელობა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა,
თუმცა მათი თქმით, ოფიცალური უწყებებიდან შეტყობინება ჯერ არ მიუღიათ. ზარდიაშვილის ოჯახმა 4 წლის წინ „მწვანე ბარათი“ მოიგო და მას შემდეგ ამერიკაში ცხოვრობენ. ზარდიაშვილი მართლმადიდებლურ ეკლესიაში სტიქაროსნად მსახურობდა და ამავე დროს ერთ-ერთ მაღაზიაში მუშაობდა. ბექა ზარდიაშვილის მშობლები ნიუ-იორკში ცხოვრობდნენ.
სასულიერო პირების და აქციის მონაწილეების ნაწილი სამებისკენ გაემართა
"ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი იქნება
მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი ბაქოში
ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავეს
სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი ევროვიზიის ფინალში იმღერებენ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადება
რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს იუსტიციის მინისტრი ეხმიანება
დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს რუსული მედია ეხმიანება
ტირიფონის რეაბილიტირებული მაგისტრალური სარწყავი არხი გაიხსნა
ევროვიზიის ნახევარფინალის ტრანსლირება 23:00 საათიდან დაიწყება

