English Version

ჯომარდობაში ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდება

20 ივნისი | 17:47 ამობეჭდვა

23-24 ივნისს ჯომარდობაში ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდება. ტურნირი ბორჯომში, მდინარე მტკვარზე გაიმართება.

შეჯიბრში პროფესიონალები და მოყვარულები მიიღებენ მონაწილეობას. მოყვარულთა ლიგაში 32, პროფესიონალებში კი 6 გუნდი იასპარეზებს.

პირველად საქართველოში, ჯომარდობის ოფიციალურ შეჯიბრში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებიც ჩაერთვებიან. მოყვარულთა თანრიგში თბილისის მერიის მიერ ჩამოყალიბებული გუნდი იასპარეზებს, რომლის შემადგენლობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ორი პირია.

დაჯილდოების ცერემონია ქალაქ ბორჯომში გაიმართება და ჯგუფების - "ფრანისა" და "ბანდეროლის" კონცერტით დასრულდება.