English Version

"ქრისტიან-დემოკრატები" შვედ კოლეგებს შეხვდნენ

"ქრისტიან-დემოკრატებმა" პარტიის ოფისში შვედ კოლეგებს უმასპინძლეს. სამუშაო შეხვედრა ქართველ და შვედ "ქრისტიან-დემოკრატებს" შორის ჯანდაცვის თემაზე გაიმართა.

მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი ინიციატივები გააცნეს. საუბარი სოციალურ სფეროში არსებულ პრობლემებს და საპენსიო სისტემის რეფორმასაც შეეხო.

ქდმ-ს ლიდერ გიორგი თარგამაძის თქმით, მათ, შვედი კოლეგების რეკომენდაციით, ახალი დოქტრინის დასრულებაც შეძლეს, რომელიც პარტიის საარჩევნო პროგრამის ნაწილი იქნება.