English Version

აქცია უკრაინის საელჩოსთან

არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობამ" უკრაინის საელჩოსთან აქცია გამართა.

ორგანიზაციის წევრების თქმით, უკრაინის ხელისუფლება დისკრიმინაციული კანონის მიღებას აპირებს, რომელიც სექსუალურ უმცირესობებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას შეუზღუდავს.

ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ კანონის ამოქმედების შემთხვევაში, სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა საჯარო შეკრება პროპაგანდად ჩაითვლება და აკრძალვას დაექვემდებარება.

ორგანიზაცია "იდენტობა", სხვადასხვა არასამთავრობოსთან ერთად, ხელმოწერების შეგროვებას და უკრაინის საელჩოში კანონის შესახებ საპროტესტო წერილის გადაგზავნას გეგმავს.