English Version

"ევრო 2012-ზე" 2 მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვევა

ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ორი მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვევა. დღეს "ცე" ჯგუფის მესამე ტურის მატჩები გაიმართება.

იტალიის ეროვნული ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდება. ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი კი ხორვატიას შეხვდება.

ორივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს მაყურებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ და მეორე არხზე იხილავს.

თბილისში გულშემატკივართა კლუბებში დღევანდელი მატჩებისადმი განსაკუთრებული მოლოდინია.