English Version

ტარიელ ხარხელაურის კრებულის პრეზენტაცია გაიმართა

გამომცემლობა "ინტელექტმა" სერიით "100 ლექსი" ტარიელ ხარხელაურის პოეტური კრებული გამოსცა.

კრებულში პოეტის 100, ძირითადად, გამოუქვეყნებელი ლექსია შესული.

წიგნის პრეზენტაცია ფოლკლორის ეროვნულ ცენტრში მოეწყო და პრეზენტაციასთან ერთად, ტარიელ ხარხელაურის შემოქმედებითი საღამოც გაიმართა. პოეტის ლექსები ახალგაზრდებმა წაიკითხეს.

კრებულის შეძენა წიგნის მაღაზიებში უკვე შესაძლებელია.