საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ქვეყანა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატას ირჩევს.
საარჩევნო უბნები დილის 08:00 საათზე გაიხსნა. პროცესი 12 საათს გაგრძელდება. არჩევნები მაჟორიტარული სისტემით მიმდინარეობს.
ქვეყანა დეპუტატების მანდატების მიხედვით 577 საარჩევნო ოლქად არის დაყოფილი. არჩევნების პირველი ტური ერთი კვირის წინ ჩატარდა და ამომრჩევლის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი - 57 პროცენტი დაფიქსირდა.
პირველ ტურში საკანონმდებლო ორგანოში ადგილი მხოლოდ 36-მა კანდიდატმა მოიპოვა. დანარჩენი 541 ადგილის მფლობელების ვინაობა დღეს გაირკვევა.
წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, უპირატესობას მემარცხენე ძალები ფლობენ. ყველაზე მეტ ადგილს კი ფრანსუა ოლანდის "სოციალისტური პარტია" იღებს.
პრეზიდენტის განცხადება ქართველი სამხედროების დაღუპვასთან დაკავშირებით
ავღანეთში 6 ქართველი სამხედრო დაიღუპა
ანაკლიაში ფესტივალი "კავკასია 2013" გაიხსნა
ახალგაზრდული ფესტივალი ანაკლიაში
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა
ეკა ბესელიამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე რამდენიმე ადამიანს სპეციალური ეტლი გადასცა
ნიკოლოზ მჟავანაძე ირაკლი ღარიბაშვილს მიერ კანონში განხორციელებულ ცვლილებას ეხმიანება
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ურუგვაის წინააღმდეგ
პროექტ “წიგნის მეგობრების” პრეზენტაცია გაიმართა
ქართული სამხედრო ტექნიკა რუსული მედიის ყურადღების ცენტრში

