English Version

ახალი სასტუმრო თბილისში

17 ივნისი | 18:03 ამობეჭდვა

თბილისში ახალი სასტუმრო "ციტადელ ნარიყალა" გაიხსნება. სასტუმრო ოთხსართულიანია და მასში 16 ექსკლუზიური ნომერია განთავსებული.

ის ქალაქის ძველი უბნის, ნარიყალას ყველაზე მაღალ წერტილში მდებარეობს. "ციტადელ ნარიყალა" ქართულ-ევროპული ინვესტიციის შედეგად აშენდა.

საინვესტიციო ღირებულება რამდენიმე მილიონი ევროა. სასტუმროში უძველესი სააფთიაქო მუზეუმი, საკონფერენციო დარბაზი, ორი რესტორანი და ღია ბარია განთავსებული.