English Version

ჯონდი ბაღათურია ბათუმში მოსახლეობას შეხვდა

17 ივნისი | 17:57 ამობეჭდვა

"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია დღეს ბათუმში, შავშეთის #29-ში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

20 წელიწადზე მეტია ყოფილი ციტრუსკომბინატის შენობის საერთო საცხოვრებელში 50–მდე ადგილობრივი ოჯახი ცხოვრობს. როგორც მოსახლეობა აცხადებს, 18 მათგანს საცხოვრებელი ფართი დღემდე არ აქვს დაკანონებული.

მათი თქმით, შენობები ამორტიზებულია - დაზიანებულია სახურავი და საყრდენი კედლები, არ ფუნქციონირებს კანალიზაცია.

"ქართული დასის" ლიდერმა მოსახლეობის პრობლემები დღეს პირადად მოისმინა. დღესვე ჯონდი ბაღათურიამ ქალაქის მუნიციპალიტეტს მიმართა და შავშეთის ქუჩაზე არსებული პრობლემების დაუყოვნებლივ გადაჭრა მოითხოვა.