English Version

ოზურგეთში "ქართული ოცნების" აქციისთვის მზადება დასრულდა

17 ივნისი | 16:11 ამობეჭდვა

ოზურგეთში, ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო თეატრის წინ კოალიცია "ქართული ოცნების" აქციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდა და სცენა მზად არის.

უკვე დამონტაჟებულია გახმოვანების სისტემა და ეკრანი, სადაც აქციის ტრანსლირება მოხდება. თეატრის წინ იკრიბებიან კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერები და მათი მხარდამჭერები.

აქციის მიმდინარეობას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" წარმომადგენლები დააკვირდებიან.

აღნიშნული აქციით კოალიცია "ქართული ოცნება" გურიაში საარჩევნო კამპანიას იწყებს.