English Version

მოსკოვი ე.წ. "მაგნიტსკის სიის" ჩინოვნიკების მხარდასაჭერ ნაბიჯებს დგამს

მოსკოვი ეგრეთ წოდებული "მაგნიტსკის სიის" ჩინოვნიკების მხარდასაჭერ ნაბიჯებს დგამს და შეერთებულ შტატებს მკაცრი ზომებით ემუქრება.

რუსეთის გაღიზიანება კონგრესის მიერ მიღებულ კანონპროექტს მოჰყვა. დოკუმენტის თანახმად, იმ ჩინოვნიკებს, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად იყვნენ დაკავშირებული საინვესტიციო ფონდ ”ჰერმიტიჯ კაპიტალის” იურისტის დაპატიმრებასთან და მკვლელობასთან, ფინანსური და სავიზო შეზღუდვები დაუწესდებათ.

გარდა ამისა, შეზღუდვები შესაძლოა დაუწესდეთ იმ პირებსაც, რომლებიც კორუფციასთან მებრძოლთა და ადამიანის უფლებების დამცველთა წინააღმდეგ ადამიანის უფლებებს დაარღვევენ.
კანონპროექტს სენატშიც და წარმომადგენელთა პალატაშიც მხარს უჭერენ. ამ ინფორმაციამ რუსეთში მწვავე რეაქცია გამოიწვია. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ კანონის დამტკიცების შემთხვევაში, მოსკოვის პასუხი მკაცრი იქნება.