English Version

თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გასართობი ცენტრი აშენდება

11:08 | 15 ივნისი 2012 ამობეჭდვა    ნახვა: 707


თბილისის ზღვის ტერიტორიაზე 2013 წლის ზაფხულში საერთაშორისო სტანდარტების გასართობი ცენტრი აშენდება. შპს ’“ჯინო პარკი’“ 20 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს. მოეწყობა აკვაპარკი, საბავშვო და მოზრდილთა აუზები, სარელაქსაციო ჩანჩქერი და 25- მეტრიანი ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზი.

დასასვენებელი ცენტრი უზრუნველყოფილი იქნება შიდა კამერებით, დაცვის სისტემით და თანამედროვე ტექნოლოგიებით. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პარკი წლის განმავლობაში 8 00 ათას ადამიანს მოემსახურება.

გასართობი ცენტრის მშენებლობას საფუძველი ქალაქის მერმა გიგიუგულავამ ჩაუყარა და პროექტის სამშენებლო მაკეტი დაათვალიერა.