English Version

"ღია საზოგადოება - საქართველომ" წყალდიდობის დროს დაზარალებულებს ფულადი დახმარება გადასცა

ფონდმა "ღია საზოგადოება - საქართველომ" მაისში თბილისში მომხდარი წყალდიდობის დროს დაზარალებულ 12 ოჯახს ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით გადასცა.

დაზარალებულებს მერიის სოციალური სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავაც შეხვდა. მისი განცხადებით, დაზარალებულებს ეტაპობრივად, ფულად დახმარებასთან ერთად, საყოფაცხოვრებო ნივთებიც გადაეცემათ.