უწყებათაშორისი კომისია ახალი რეკომენდაციით გამოდის. კომისია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინასაარჩევნო პერიოდში სოციალური დახმარების ბაზაში რეგისტრირებული მოქალაქეების გადამოწმების პროცესის შეჩერებას სთხოვს.
კომისიის წევრები აცხადებენ, რომ ამის მთავარი მიზანი, ამა თუ იმ ოჯახის სოციალური დახმარების შეწყვეტასა ან გაგრძელებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური სპეკულაციების გამორიცხვაა. სპეციალურად შექმნილ კომისიაში აცხადებენ, რომ ხშირად გარკვეული პოლიტიკური ძალებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სოციალური დახმარებების შეჩერებას, რიგ შემთხვევაში, მოქალაქეთა პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებენ.
უწყებათაშორისი კომისიის რეაგირების შედეგად, განათლების სამინისტროს ხარაგაულის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა. გიორგი არევაძე მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანმა არჩევნებმა" კომისიას აცნობა ადგილობრივი საჯარო სკოლის პედაგოგთან დაკავშირებით, რომელზეც, მათი ინფორმაციით, სკოლის ადმინისტრაციას სამსახურიდან გათავისუფლების მითითება ჰქონდა. პედაგოგი "სამართლიანი არჩევნების" მუნიციპალური კოორდინატორია, მისი ოჯახის წევრი კი პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა.
უწყებათაშორისი კომისიის დავალებით, განათლების სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა ჩაატარა და დაადგინა, რომ ხარაგაულის რესურსცენტრის ხელმძღვანელ გიორგი არევაძეს მართლაც ჰქონდა კომუნიკაცია სკოლის დირექტორებთან, რაც ინსპექციამ დისციპლინარულ დარღვევად ჩათვალა.
პედაგოგი საკუთარ სამუშაო ადგილზე რჩება, გიორგი არევაძემ კი სამსახური დატოვა.
სასულიერო პირების და აქციის მონაწილეების ნაწილი სამებისკენ გაემართა
"ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი იქნება
მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი ბაქოში
ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავეს
სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი ევროვიზიის ფინალში იმღერებენ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადება
რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს იუსტიციის მინისტრი ეხმიანება
დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს რუსული მედია ეხმიანება
ტირიფონის რეაბილიტირებული მაგისტრალური სარწყავი არხი გაიხსნა
ევროვიზიის ნახევარფინალის ტრანსლირება 23:00 საათიდან დაიწყება

