English Version

"ევრო 2012" გრძელდება

11 ივნისი | 16:05 ამობეჭდვა

"ევრო 2012" გრძელდება. დღეს საფეხბურთო დაპირისპირების პირველი ტურის ბოლო შეხვედრები უნდა გაიმართოს.

ჩემპიონატის ფავორიტები საფრანგეთი და ინგლისი დონბას არენაზე 20:00 საათზე ითამაშებენ. მასპინძელი უკრაინის ნაკრები კი შვედეთს 22:45 საათზე შეხვდება.

ტრადიციულად, ორივე მატჩის რეპორტაჟს მაყურებელს პირველი არხი ექსკლუზიურად, პირდაპირ ეთერში შესთავაზებს.

მზადებაა ფანკლუბებშიც, სადაც შეკრებილები ფავორიტ გუნდს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით უქომაგებენ.

ევროპის ჩემპიონატის ტრანსლირების გამო, 8 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით, "მოამბის" დღის მთავარი გამოშვება 20:00 საათის ნაცვლად, პირდაპირ ეთერში ზუსტად 19:00 საათზე გავა.