English Version

სასარგებლო შრომამისჯილი 10 პირი თბილისის ზღვაზე სამუშაოებში მონაწილეობს

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამისჯილი 10 პირი თბილისის ზღვაზე დასუფთავების სამუშაოებში მონაწილეობს.

მათ მიერ გაწეული შრომის ხანგრძლივობა, სასამართლოს განაჩენით შეფარდებულi შრომის საათების საერთო რაოდენობას გამოაკლდება.

დასუფთავების სამუშაოებში შრომამისჯილები მერიასა და სასჯელაღსრულების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ჩაერთნენ.