English Version

საზოგადოებრივი მაუწყებელი "ევრო 2012-ის" ექსკლუზიურ ჩვენებას განაგრძობს

9 ივნისი | 16:03 ამობეჭდვა

საზოგადოებრივი მაუწყებელი "ევრო 2012-ის" ექსკლუზიურ ჩვენებას განაგრძობს. პირველი არხის მაყურებელი დღეს საღამოს B ჯგუფის 2 შეხვედრას ნახავს - ჰოლანდია-დანია ზუსტად 20 საათზე და გერმანია-პორტუგალია 22 საათსა და 45 წუთზე.

უკრაინაში დღეს ჩემპიონატის პირველი დღეა, ვარშავას შემდეგ დღეს ორივე თამაშს უკრაინა მასპინძლობს. ხარკოვისა და ლვოვის ცენტრალურ სტადიონებზე უკვე ყველაფერი მზად არის.
განსაკუთრებული მზადებაა თბილისშიც.

ჩემპიონატში მონაწილე თითქმის ყველა ნაკრებს თბილისში უკვე აქვს საკუთარი ფანკლუბი. მთელი თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა წერტილში დამონტაჟებულია დიდი მონიტორები, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერია გაშვებული. ორივე შეხვედრის ნახვა ქართველ მაყურებელს მხოლოდ პირველ არხზე შეუძლია.