English Version

თბილისი უფასო WiFi სისტემით დაიფარება

თბილისი - ინტერნეტ ქალაქი. თბილისის მერია გრანდიოზულ პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც წლის ბოლომდე ყველა რაიონი ეტაპობრივად უფასო WiFi სისტემით დაიფარება.

სწრაფი და კომფორტული უსადენო ინტერნეტით მომსახურება ქუჩებში, სკვერებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მანქანაში, მეტროში და მთელ ქალაქში იქნება შესაძლებელი.

ინტერნეტით სარგებლობისათვის მომხმარებელმა უნდა აირჩიოს ქსელის სახელწოდება - "Tbilisi loves you".

პროექტი მიზნად ისახავს კომუნიკაციის თავისუფლებას, განათლებასა და ინფორმაციის მიღების ხელმისაწვდომობას როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისათვის. მსოფლიო ქალაქებს შორის თბილისი პირველია, რომელსაც ასეთი მასშტაბით ინტერნეტ დაფარვა ექნება.

თბილისის მერმა გიგი უგულავამ ვარკეთილის მოსახლეობასა და სტუდენტებს ახალი პროექტი გააცნო და ინტერნეტ ქალაქის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

უფასო უსადენო ინტერნეტით სარგებლობა დავით აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე, აბანოთუბანში, თავისუფლების მოედანზე, გლდანსა და ვარკეთილშია შესაძლებელი.