English Version

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს

1 ივნისი | 17:32 ამობეჭდვა

საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია დღეს მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. სადღესასწაულო წირვა ყველა ტაძარში შესრულდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ღვთისმსახურება სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. სამებაში მისულ მრევლს იმ ჯვარზე მთხვევის საშუალებაც ჰქონდა, რომლიც წმინდა ნინოს საქართველოში გამომგზავრების წინ ღვთისმშობელმა უბოძა.

მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. ამ დროს სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ. წმინდა ნინოს მიერ ქადაგების და სარწმუნოების გავრცელების შემდეგ 337 წელს საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.

დღესასწაული განსაკუთრებულად აღნიშნეს ბოდბის მონასტერში, სადაც წმინდა ნინოა დაკრძალული. ბოდბეში მრევლი მთელი საქართველოდან შეიკრიბა. ტაძარში ღამისთევის ლოცვა აღესრულა, საზეიმო ლიტურგია კი რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა მეუფე იობმა ჩაატარა.