გორის "დილა" დავით ყიფიანის თასის გამარჯვებულია. თემურ შალამბერიძის გუნდმა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის არსებობის ისტორიაში საქართველოს თასი პირველად მოიპოვა.
ფინალურ ორთაბრძოლაში "დილამ" "ზესტაფონი" 4:1 დაამარცხა. შეხვედრა "ზესტაფონის" უპირატესობით წარიმართა და ანგარიში მე-13 წუთზე თორნიკე აფციაურმა გახსნა.
ზუსტად 17 წუთში შეხვედრის მთავარმა მსაჯმა "ზესტაფონელთა" კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა და მოედნიდან უხეში თამაშისთვის თემურ ღონღაძე გააძევა. პენალტის რეალიზება გოჩა ხოჯავამ შეძლო.
50-ე წუთზე "დილამ" მეტოქის კარი მეორედ აიღო. თავი მათე ვაწაძემ გამოიჩინა. მესამე გოლის გატანა თემურ შალამბერიძის გუნდმა 66-ე წუთზე მოახერხა.
რამდენიმე წუთში მთავარმა არბიტრმა ჯაბა დვალს მეორე ყვითელი უჩვენა და "ზესტაფონელები" მოედანზე 9-კაციანი შემადგენლობით დატოვა. ამის შემდეგ შეხვედრა დროებით შეჩერდა. გულშემატკივრებმა მოედანზე საგნების სროლა დაიწყეს. თუმცა, მატჩი რამდენიმე წუთში განახლდა.
შეხვედრის ბოლო წუთზე გორის "დილამ" მეტოქის კარი მეოთხედ აიღო და საბოლოოდ 4:1 "დილას" სასარგებლოდ დაფიქსირდა.
სასულიერო პირების და აქციის მონაწილეების ნაწილი სამებისკენ გაემართა
"ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი იქნება
ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავეს
სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი ევროვიზიის ფინალში იმღერებენ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადება
რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს იუსტიციის მინისტრი ეხმიანება
დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს რუსული მედია ეხმიანება
ტირიფონის რეაბილიტირებული მაგისტრალური სარწყავი არხი გაიხსნა
ევროვიზიის ნახევარფინალის ტრანსლირება 23:00 საათიდან დაიწყება
საგარეჯოში მცხოვრებ დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

