თავისუფლების მოედანზე კოალიცია "ქართული ოცნების" აქცია მიმდინარეობს. ამ წუთებში შეკრებილების წინაშე გაერთიანების ლიდერები გამოდიან, რომლებიც ამბობენ, რომ დღეიდან "ქართული ოცნება" წინასაარჩევნო კამპანიას ოფიციალურად იწყებს.
კოალიციის მხარდამჭერებმა შეკრება დილიდან ქალაქის სამ წერტილში დაიწყეს და თავისუფლების მოედნამდე ფეხით მსვლელობა მოაწყვეს.
ავლაბრის მეტროდან აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირისკენ სოზარ სუბარის, გუგული მაღრაძის, კახი კალაძისა და ვახტანგ ხმალაძის ხელმძღვანელობით დაიძრნენ, ვაკის პარკთან "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა ორგანიზებას ირაკლი ალასანია, თინა ხიდაშელი და კოალიციაში სულ ცოტა ხნის წინ გაერთიანებული, "მემარჯვენეების" ყოფილი წევრი დავით საგანელიძე უწევდნენ.
"დინამოს" სტადიონიდან თავისუფლების მოედანზე კი "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ეკა ბესელიასთან, დავით ბერძენიშვილთან და გუბაზ სანიკიძესთან ერთად მივიდნენ.
სასულიერო პირების და აქციის მონაწილეების ნაწილი სამებისკენ გაემართა
კობა დავითაშვილი - ბიძინა ივანიშვილის შეფასება ძალიან შეურაცხმყოფელი იყო
"ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი იქნება
მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი ბაქოში
სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი ევროვიზიის ფინალში იმღერებენ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადება
რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს იუსტიციის მინისტრი ეხმიანება
ტირიფონის რეაბილიტირებული მაგისტრალური სარწყავი არხი გაიხსნა
დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს რუსული მედია ეხმიანება
ევროვიზიის ნახევარფინალის ტრანსლირება 23:00 საათიდან დაიწყება

