English Version

ბელორუსში ტერორისტი დააკავეს

ბელორუსში, გომელის ოლქში დაკავებულია ტერორისტი, რომელიც პოლიციის რაიონული განყოფილების აფეთქებას გეგმავდა. ამის შესახებ სააგენტო „ბელპანი“ იუწყება. ბელორუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის, "კაგებეს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ტერორისტი ნიღაბში იყო, რომელსაც არაბული წარწერები ჰქონდა. ის 24 მაისს დღისით შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

მამაკაცს თან აღმოაჩნდა ასაფეთქებელი ნივთიერება და თვითნაკეთი ბომბი, რომელიც დაახლოებით 5 კილოგრამი ტროტილის ეკვივალკენტური იყო.

კონკრეტულად სად განხორციელდა სპეცოპერაცია, უცნობია. თუმცა სააგენტოს ინფორმაციით დაკავება ქალაქ ჟლობინოში მოხდა.

ბელორუსის "კაგებემ" ასევე გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ არსებობს მტკიცებულებები ეჭვმიტანილისა და ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან კავშირის შესახებ, რომელიც ავღანეთიდან ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ადამიანების გადაყვანას ახორციელებს.