English Version

ათასწლეულის განვითარების მიზნების განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის ექვსი ადამიანი დაჯილდოვდა

ათასწლეულის განვითარების მიზნების განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის ექვსი ადამიანი დაჯილდოვდა.

სტამბულში გამართულ პარლამენტართა საერთაშორისო კონფერენციაზე. კომისიამ მათ შორის საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი დააჯილდოვა. ნომინაციები სპეციალურმა კომისიამ რამდენიმეთვიანი დაკვირვების შემდეგ გამოავლინა.

პარლამენტართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ევროპის საპარლამენტო ფორუმისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის ორგანიზებით იმართებოდა, სტამბულში დღეს დასრულდა. ორი დღის განმავლობაში პარლამენტარებმა ინფექციურ დაავადებებზე, ქალთა ჯანმრთელობაზე, მიგრაციასა და დემოგრაფიაზე მოხსენებები წაიკითხეს.