English Version

საპრეზიდენტო არჩვენები ეგვიპტეში

საპრეზიდენტო არჩვენები ეგვიპტეში - ქვეყანაში ხმებს ითვლიან. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებული ცნობით, ხმების დათვლის პროცესი რამდენიმე დღეს გაგრძელდება, თუმცა გამარჯვებას უკვე აღნიშნავენ "ძმები მუსულმანები".

მათი ცნობით, ხმების უმრავლესობას მოჰამედ მურსი იღებს. საპრეზიდენტო არჩევნები ეგვიპტეში პირველად ჩატარდა. მასში მონაწილეობა 13-მა კანდიდატმა მიიღო. იმ შემთხვევაში, თუკი ვერც ერთი ვერ შეძლებს ხმების 50 პროცენტზე მეტის დაგროვებას, ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.