English Version

26 მაისისთვის მზადება დასასრულს უახლოვდება

25 მაისი | 16:20 ამობეჭდვა

26 მაისის ღონისძიებებისთვის თბილისსა და ქუთაისში მზადება დასასრულს უახლოვდება. რუსთაველის გამზირზე, სადაც ქართული მრეწველობის აღლუმი უნდა ჩატარდეს, უკვე მოწყობილია ის ადგილები, სადაც 250-ზე მეტი საწარმოს პროდუქტი გამოიფინება.

მარჯანიშვილის მოედანზე კი გალა კონცერტამდე ერთი დღით ადრე, ტექნიკურ დეტალები ზუსტდება. აქ, სპეციალურად დამონტაჟებულ სცენაზე, სუხიშვილების ძველი და ახალი ცეკვები ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით შესრულდება.

აღლუმის გენერალური რეპეტიცია დასრულდა ქუთაისშიც. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ქვეყნის მეორე დედაქალაქში საკანონმდებლო ორგანოს ახალი შენობაც გაიხსნება. საზეიმო სხდომის შემდეგ ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, ქართული წარმოების მძიმე ტექნიკა გაივლის.