English Version

მკვლელობა თბილისში

25 მაისი | 16:16 ამობეჭდვა

თბილისში მკვლელობა მოხდა. 44 წლის ნუგზარ ყელბერაშვილი საკუთარ სახლში მოკლეს, ცხედარი კი ახლობლებმა მხოლოდ 3 დღის შემდეგ იპოვეს.

ჩიქოვანის 30 ნომერში გარდაცვლილი მარტო ცხოვრობდა. მოტივები, ვერსიები და ეჭვმიტანილთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ამ დრომდე მუშაობდნენ.

ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული და ექსპერტიზა უტარდება. წინასწარი ვერსიით მკვლელობის მიზეზი შესაძლოა ძარცვა ყოფილიყო. როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, სახლიდან მოპარულია ტექნიკა.