English Version

რამაზ ნიკოლაიშვილი საუდის არაბეთის საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა

24 მაისი | 17:24 ამობეჭდვა

რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საუდის არაბეთის საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის მიზანი საქართველოს და საუდის არაბეთს შორის თანამშრომლობის და ბიზნესურთიერთობების გაღრმავება იყო.
მინისტრმა სტუმრებს რეგიონებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო და არსებულ ბიზნესგარემოზე ესაუბრა.

საუდის არაბეთის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის წევრები საქართველოს მთავრობის სხვა წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.