26 მაისამდე 2 დღე დარჩა. ქუთაისში ბოლო სამზადისია. პარლამენტის წინ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა უკვე გენერალური რეპეტიცია გაიარეს.
დაგეგმილია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქუთაისში სამხედრო აღლუმი პარლამენტის სხდომის დასრულებისთანავე დაიწყება.
ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე ქართული წარმოების მძიმე ტექნიკა გაივლის, რის შემდეგაც სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულები ოფიცრის ფიცს საზეიმოდ დადებენ. აღლუმი ავიაციის საჩვენებელი ფრენებით დასრულდება.
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადებიან თბილისშიც. 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების გამო რუსთაველზე, ვარდების მოედანსა და მარჯანიშვილზე მოძრაობა შეიზღუდა. სამივე ტერიტორია ამ წუთებში უვე გადაკეტილია. შეზღუდვა შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც.
უკვე ცნობილია ალტერნატიული მარშრუტებიც. თაბუკაშვილის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ქუჩის გავლით. მოძრაობის განსატვირთად დროებით გაიხსნება ელბაქიძის დაღმართი. რაც შეეხება მარჯანიშვილის მოედანს, ზაარბრუკენის მოედნის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილისა და კიევის ქუჩების გავლით.
მარშრუტის ცვლილებასთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირებს დეტალურ ინფორმაციას მერიის „ცხელ ხაზზე“ მიაწვდიან, ნომერზე 2 72- 22 – 22. შეზღუდვები ქალაქის ქუჩებში 27 მაისამდე გაგრძელდება.
თბლისში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის ბოლო დეტალები თანხმდება. დედაქალაქში 26 მაისს ორი საკვანძო წერტილი იქნება. ეს არის მარჯანიშვილი, სადაც გალაკონცერტია დაგეგმილი და თავისუფლების მოედანი. აქ სამრეწველო აღლუმი იმართება.
დამზადებულია საქართველოში – ელექტრო და კომპიუტერული ტექნიკა, ტექსტილი, ლითონის ნაკეთობები, საკვები, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები - 250 კომპანია, ასობით სხვადასხვა დასახელების პროდუქტს დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე გამოფენს. ღონისძიება წელს პირველად მოეწყობა.
პრეზიდენტის განცხადება ქართველი სამხედროების დაღუპვასთან დაკავშირებით
უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა
ავღანეთში 6 ქართველი სამხედრო დაიღუპა
ანაკლიაში ფესტივალი "კავკასია 2013" გაიხსნა
ახალგაზრდული ფესტივალი ანაკლიაში
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა
ეკა ბესელიამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე რამდენიმე ადამიანს სპეციალური ეტლი გადასცა
ნიკოლოზ მჟავანაძე ირაკლი ღარიბაშვილს მიერ კანონში განხორციელებულ ცვლილებას ეხმიანება
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ურუგვაის წინააღმდეგ
პროექტ “წიგნის მეგობრების” პრეზენტაცია გაიმართა

