English Version

"კავკაზუს ონლაინი" ინტერნეტის ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს

22 მაისი | 17:26 ამობეჭდვა

"კავკაზუს ონლაინი" ინტერნეტის ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს, რაც თვისობრივად შეცვლის ინტერნეტის მოხმარების არსებულ კულტურას.

"კავკასუს" ონლაინის არსებული და ახალი მომხმარებლები ქართულ ბაზარზე ინტერნეტის ყველაზე მაღალ სიჩქარეს მიიღებენ. ნებისმიერი პაკეტის მფლობელი მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებს ინტერნეტით სარგებლობის პირობებს, მინიმალური პაკეტის მფლობელიც კი ინტერნეტში სამუშაო ყველა ძირითად მოთხოვნას დაიკმაყოფილებს.

მინიმალური სიჩქარე 1 მეგაბიტიდან 4 მეგაბიტამდე გაიზრდება. მომხმარებლისთვის სწორედ ამ შეთავაზების ფორმირებას, შესაბამისად ინფრასტრუქტურის განვითარებას ემსახურებოდა ქალაქში მიმდინარე ტექნიკური სამუშაოებიც.