English Version

ბელორუსში თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს საზოგადოებრივი მოძრაობის აქტივისტს

ბელორუსში 15 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს საზოგადოებრივი მოძრაობის აქტივისტს ივან ომელჩენკოს.

აქციის მსვლელობის დროს მან პლაკატი გაშალა, რომელზეც შეურაცხმყოფელი სიტყვა და ისარი ეხატა, რომელიც მილიციის თანამშრომლისკენ იყო მიმართული, რომელიც 26 აპრილს აქციის მიმდინარეობას ფირზე აღბეჭდავდა.

ამის შემდეგ ახალგაზრდა ინტერნეტის სივრცის ნამდვილი გმირი გახდა, რის გამოც სამართალდამცავებმა მასზე ძებნა გამოაცხადეს. მოგვიანებით ომელჩენკო მილიციაში თავად გამოცხადდა.