ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს აპროტესტებდნენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
აქციის მონაწილეები მსვლელობას ფილარმონიიდან კოლმეურნეობის მოედნის მიმართულებით აწყობდნენ. "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა" და "წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის კავშირის" წარმომადგენლებმა მეტრო "რუსთაველთან" აქციის მონაწილეებს გზა გადაუღობეს და მსვლელობის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. აქციას აპროტესტებდნენ გამვლელებიც.
მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. სიტუაციის გამწვავების შემდეგ ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც მივიდნენ, თუმცა ერთ-ერთ გამვლელსა და აქციის ორგანიზატორ ლევან ბერიანიძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მაინც მოხდა.
ბერიანიძე სამართალდამცველებმა მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს. ამის შემდეგ, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გვანცა ბერყულაშვილმა, თანამოაზრის გათავისუფლების მოთხოვნით, საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადა.
საპატრულო პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო, სამართალდამცველებმა აქციის კიდევ 2 მონაწილე დააკავეს.
ამჟამად ყველა მათგანი გათავისუფლებულია. ინციდენტი ამოიწურა.
ამ თემაზე კომენტარი ამერიკის ელჩმაც გააკეთა და განაცხადა, რომ ყველა სექსუალური ორიენტაციის ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება, საკუთარი შეხედულებები გამოხატოს.
სასულიერო პირების და აქციის მონაწილეების ნაწილი სამებისკენ გაემართა
კობა დავითაშვილი - ბიძინა ივანიშვილის შეფასება ძალიან შეურაცხმყოფელი იყო
"ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი იქნება
მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი ბაქოში
სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი ევროვიზიის ფინალში იმღერებენ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადება
ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავეს
რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს იუსტიციის მინისტრი ეხმიანება
დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს რუსული მედია ეხმიანება
ტირიფონის რეაბილიტირებული მაგისტრალური სარწყავი არხი გაიხსნა

