English Version

პლასტიკური ბარათებიდან თანხის უკანონო მითვისების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

ბარათებიდან თანხის უკანონო მითვისების ბრალდებით, სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს. ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორი ლევან ფირანიშვილი და რესტორნის მიმტანი ომარ მახათაძე ობიექტების კლიენტებს ძარცვავდნენ.

გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთმა დაზარალებულმა ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის ჩასხმის შემდეგ ანგარიშსწორება საკუთარი პლასტიკური ბარათით მოახდინა, რა დროსაც ოპერატორმა ბარათის მონაცემები დაიმახსოვრა. შემდეგ კი ინტერნეტკაფედან ტოტალიზატორის ინტერნეტგვერდზე თანხა გაანაღდა. ანალოგიური ფაქტი დაფიქსირდა თბილისის ერთერთ რესტორანშიც.