English Version

საქართველო-ჰოლანდიის მატჩს პრეზიდენტიც დაესწრო

14 მაისი | 16:08 ამობეჭდვა

საქართველო-ჰოლანდიის 17 წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა ნახევარფინალურ მატჩს ლუბლიანაში საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრო.

მიხეილ სააკაშვილი ქართველ ფეხბურთელებს მთელი შეხვედრის განმავლობაში გულშემატკივრობდა.

სლოვენიის დედაქალაქში პრეზიდენტი ვეტერან "დინამოელებთან" ერთად ჩავიდა. სტადიონზე ქვეყნის პირველი პირი თბილისის "დინამოს" ვეტერანებთან და სლოვენიაში მოთამაშე ქართველ კალათბურთელთან, ვლადიმერ ბოისასთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებს გულშემატკივრობდა.

თამაშის შემდეგ, პრეზიდენტი ნაკრების წევრებს შეხვდა და წარმატებები უსურვა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მატჩი გამარჯვების ტოლფასი იყო და სახელმწიფო აქტიურად განაგრძობს სამომავლო წარმატებისთვის სპორტის სფეროში სხვადასხვა პროგრამის განხორციელებას.