English Version

17 წლამდე ნაკრები ჰოლანდიას დაუპირისპირდება

საქართველოს 17 წლამდე საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი პრინციპული მატჩისთვის ემზადება.

საქართველოს მეტოქე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში მოქმედი ჩემპიონი, ჰოლანდიის ასაკობრივი გუნდი იქნება.

დღევანდელ შეხვედრას, ორი გაფრთხილების გამო, ლაშა დვალი გამოტოვებს.

საქართველოს 17 წლამდე ნაკრებმა ნახევარფინალური საგზური ისლანდიასთან გამარჯვებით მოიპოვა.

საქართველოსა და ჰოლანდიის დაპირისპირებას მაყურებელს პირდაპირ ეთერში პირველი არხი 22:30 საათზე შესთავაზებს.