წყალდიდობისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან კახეთში. ძლიერი წვიმის გამო ახტალისა და ნავთის ხევები ადიდდა.
ადიდებულმა წყალმა გურჯაანსა და მის მიმდებარე სოფლებში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები დატბორა. წყალი მაღაზიებშიც შევარდა.
რამდენიმე საათის განმავლობაში შეზღუდული იყო მოძრაობა გურჯაანის რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე. შეფერხებები იყო თბილისი-გურჯაანის მაგისტრალზეც. წყალმა გაიტაცა რამდენიმე მანქანაც.
რთული ვითარებაა ლაგოდეხშიც, სადაც დატბორილია სასოფლო-სამეურნეო მიწები, ვენახები და სახლები. ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები და სპეცტექნიკა. სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
ძლიერი წვიმის შედეგად, რვა სოფელი დაზარალდა დუშეთის რაიონშიც. მოვარდნილმა წყალმა ხევებისა და მდინარეების ადიდება გამოიწვია, რის გამოც დაიტბორა გზები და საავტომობილო მაგისტრალები. მეწყერი ჩამოწვა სოფელ ბაზალეთისკენ მიმავალ გზაზეც. სოფელი ბაგები კი რაიონულ ცენტრს მთლიანად მოწყდა.
სტიქიის შედეგად განადგურდა ხეხილის ბაღები და ნათესები. დაიტბორა საცხოვრებელი სახლებიც.
სპეციალური სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ თბილისისკენ მომავალი ავტომაგისტრალის მუხათგვერდის მონაკვეთზეც, სადაც მოვარდნილმა მეწყერმა თითქმის მთელი სავალი ნაწილი დაფარა. სტიქიის გამო, გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა მთელი ღამის განმავლობაში პარალიზებული იყო.
სასულიერო პირების და აქციის მონაწილეების ნაწილი სამებისკენ გაემართა
"ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი იქნება
მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი ბაქოში
ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავეს
სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი ევროვიზიის ფინალში იმღერებენ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადება
რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს იუსტიციის მინისტრი ეხმიანება
დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს რუსული მედია ეხმიანება
ტირიფონის რეაბილიტირებული მაგისტრალური სარწყავი არხი გაიხსნა
ევროვიზიის ნახევარფინალის ტრანსლირება 23:00 საათიდან დაიწყება

