English Version

ლიტვის პრეზიდენტმა იულია ტიმოშენკო მოინახულა

12 მაისი | 16:14 ამობეჭდვა


ლიტვის პრეზიდენტმა ხარკოვის ცენტრალურ საავადმყოფოში იულია ტიმოშენკო მოინახულა. შეხვედრის ამსახველი ერთადერთი ფოტო პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაიდო.

ექსპრემიერის მონახულების შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა - იმას გათვალისწინებით, რომ ტიმოშენკო 20 დღის განმავლობაში შიმშილობდა, თავს კარგად გრძნობს და კმაყოფილია, რომ ბოლოს და ბოლოს მის ჯანმრთელობაზე მედიკოსები ზრუნავენ.

დალია გრიბაუსკაიტე უკრაინელ კოლეგასაც შეხვდა. პირისპირ შეხვედრა დახურულ კარს მიღმა 2- საათნახევარი გაგრძელდა. ლიტვის პრეზიდენტმა იანუკოვიჩთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულებს მკურნალობისა და სამართლებლივი დაცვის გარანტია არ ექნებათ - უკრაინას გარანტირებული ექნება იზოლაცია ევროკავშირის მხრიდან.