53-ე სკოლიდან გარიცხული მოსწავლის მიხეილ ალექსიძისა და სკოლის დირექტორის ტარას შავშიშვილის სასამართლო დავა ოფიციალურად შეწყდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე, ალექსიძემ დავის შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა.
შვილის პოზიციას არ იზიარებდა დედა, თუმცა სხდომაზე შესვენების შემდეგ, ლალი ლეკიშვილმა პროცესის შეწყვეტაზე თანხმობა განაცხადა.
გადაწყვეტილების მიღების მიუხედავად, მიხეილ ალექსიძე ბრალს, რომლის საფუძველზეც ის სკოლიდან გარიცხეს, არ აღიარებს.
53-ე სკოლის ადმინისტრაციამ ალექსიძის სკოლიდან გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება, 2011 წლის ოქტომბერში მიიღო. მიზეზად დირექტორის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა დასახელდა.
ალექსიძე საქალაქო სასამართლოში შეტანილი სარჩელით სკოლიდან გარიცხვის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ალექსიძე რამდენიმე თვეა 77-ე სკოლაში ირიცხება, თუმცა, პედაგოგები ამბობენ, რომ ამ დრომდე ის სკოლაში არ მისულა.
სასულიერო პირების და აქციის მონაწილეების ნაწილი სამებისკენ გაემართა
ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავეს
სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი ევროვიზიის ფინალში იმღერებენ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადება
რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს იუსტიციის მინისტრი ეხმიანება
დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს რუსული მედია ეხმიანება
ევროვიზიის ნახევარფინალის ტრანსლირება 23:00 საათიდან დაიწყება
საგარეჯოში მცხოვრებ დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდების პირველი ეტაპი მიმდინარეობს
თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა 104 წლისაა

