English Version

საქართველოს 17 წლამდე საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს

11 მაისი | 16:28 ამობეჭდვა

საქართველოს 17 წლამდე საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს. ვასილ მაისურაძის გუნდი ევროპის რჩეულ ოთხ ნაკრებს შორისაა.

ნახევარფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება საქართველომ ისლანდიის დამარცხებით მოიპოვა. 13 მაისს ქართველი ფეხბურთელები B ჯგუფის საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ითამაშებენ. საქართველოს მეტოქე ჰოლანდია იქნება.