English Version

ქუჩის კალათბურთის ტურნირი გაიმართა

10 მაისი | 17:15 ამობეჭდვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსთან, ანტინიკოტინური აქციის ”ჩააქრე და გამომყევი” ფარგლებში, ქუჩის კალათბურთის ტურნირი გაიმართა.

შეჯიბრზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულებს სხვადასხვა ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

პროექტის მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებაა. ანტინიკოტინური აქცია, საქართველოს მასშტაბით, სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩატარდება.