English Version

ოლიმპიაში ოლიმპიური ცეცხლის ანთების ცერემონიალი გაიმართება

საბერძნეთის უძველეს ქალაქ ოლიმპიაში დღეს ოლიმპიური თამაშების მთავარი სიმბოლოს, ოლიმპიური ცეცხლის ანთების ცერემონიალი გაიმართება.

ტრადიციის მიხედვით, ოლიმპიურ ჩირაღდანს ჰერას ტაძრის ნანგრევებთან, მზის სხივების ანარეკლიდან აანთებენ. ცერემონიალს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, საბერძნეთის და ბრიტანეთის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტები, სპორტსმენები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.

წლევანდელი ოლიმპიადის მთავარ სიმბოლოს პირველად, ლივერპულში დაბადებული ბერძენი მსოფლიო ჩემპიონი ცურვაში, სპიროს გიანიოტისი ჩაიბარებს. ამის შემდეგ ჩირაღდანი ხელიდან ხელში გადავა და ერთი კვირის განმავლობაში საბერძნეთის ყველა ქალაქს მოივლის.

ბერძნული მარათონის შემდეგ, 18 მაისს უკვე ბრიტანეთში გადაინაცვლებს და იმავე პრინციპით ბრიტანეთის ქალაქებსა და რეგიონებს მოივლის.