English Version

17 წლამდე ფეხბურთელთა საქართველოს ნაკრები ისლანდიას შეხვდება

17 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები ისლანდიას შეხვდება. ორივე გუნდისთვის ეს მატჩი გადამწყვეტია. საქართველოსაც და ისლანდიასაც ერთი წაგება და ერთი ფრე აქვთ ნათამაშები.

A ჯგუფიდან ნახევარფინალის საგზური გერმანიამ უკვე მოიპოვა. მეორე ადგილისთვის კი საფრანგეთი, საქართველო და ისლანდია იბრძვიან. ქართველ ფეხბურთელთა პლეიოფში გასვლა პარალელურად გასამართ მატჩზეც არის დამოკიდებული, რომელშიც ერთმანეთს გერმანია და საფრანგეთი შეხვდებიან.

თამაშები დღეს 21 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. საქართველო-ისლანდიის დაპირისპირებას პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.