English Version

იალტის სამიტი გადაიდო

9 მაისი | 13:50 ამობეჭდვა

იალტაში ევროპელი ლიდერების სამიტი გადაიდო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"იმის გამო, რომ რამდენიმე ქვეყნის ლიდერი ვერ ახერხებს ჩამოსვლას, სამიტი გადადებულია", - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. როდის გაიმართება შეხვედრა, უცნობია.

უკრაინაში სამიტზე დასასწრებად ჩასვლაზე უარი ლიდერების ნაწილმა იულია ტიმოშენკოს საქმის გამო თქვა.

დღეს ყოფილ პრემიერს საავადმყოფოში გადაიყვანენ. მისმა ქალიშვილმა უკვე გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისი ექიმის რჩევით, იულია ტიმოშენკო შიმშილობას შეწყვეტს.