English Version

გია თორთლაძის ექსპედიცია ჰიმალაის მთებში

გია თორთლაძის ექსპედიცია ჰიმალაის მთებში - ქართველმა მთამსვლელმა, უცხოელ კოლეგებთან ერთად, უკვე რამდენიმე სააკლიმატიზაციო გასვლა განახორციელა და ზღვის დონიდან 7300 მეტრის სიმაღლიდან საბაზო ბანაკში დაბრუნდა.

დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, თორთლაძე უკვე მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალის დაპყრობას შეეცდება.

ევერესტზე დაგეგმილ ექსპედიციას ექსკლუზიურად "მოამბის" გადამღები ჯგუფი აშუქებს. ექსპედიცია, სლოგანით - "საქართველო ოკუპანტების გარეშე", აპრილში დაიწყო და მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება.