English Version

ახალი სპორტული გაზეთი გამოვიდა

7 მაისი | 17:53 ამობეჭდვა

ბეჭდურ გამოცემებს ახალი სპორტული გაზეთი შეემატა. გაზეთი "არენა" სპორტის სხვადასხვა სახეობით დაინტერსებულ მკითხველს უახლეს ინფორმაციას ყოველდღიურად მიაწვდის.

8-გვერდიანი გამოცემის ძირითადი ნაწილი ფეხბურთს დაეთმობა. უახლოეს მომავალში გულშემატკივარს სხვადასხვა სახის ვიქტორინასა და გათამაშებაში შეეძლება მონაწილეობის მიღება.

ყოველდღიური გაზეთის პირველი ნომერი შაბათს გამოვიდა. მკითხველს მისი შეძენა პრესის გავრცელების ადგილებში 50 თეთრად შეუძლია.