English Version

ზუგდიდში "ზარაფხანას" მაღაზია გაიხსნა

6 მაისი | 17:13 ამობეჭდვა

საიუველირო კომპანია "ზარაფხანამ" დღეს ზუგდიდში საფირმო მაღაზია გახსნა.

პრეზენტაციაზე მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ, საიუველირო კომპანიის მიერ დამზადებული სხვადასხვა ნაკეთობა დაეთვალიერებინათ.

"ზარაფხანამ" როგორც თანამედროვე, ასევე ტრადიციული სამკაულები, სუვენირები და მოოქროვილი "ვეფხისტყაოსანი" წარმოადგინა.

ეს კომპანიის უკვე მე-11 მაღაზიაა. მასში ადგილობრივი მოსახლეობა იქნება დასაქმებული.