English Version

პარლამენტთან აქცია გაიმართა

პარლამენტთან გარდაცვლილი პატიმრის ზურაბ დელიანიძის საქმის გამოძიების და დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზება სოციალური ქსელების მეშვეობით მოხდა.

პარლამენტთან შეკრებილები საქმის დეტალების გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათთვის ექსპერტიზის მიერ წინასწარი დათვალიერების შედეგად გაკეთებული შეფასება დამაჯერებელი არ არის.

დღესვე დელიანიძის საქმესთან დაკავშირებით, ბრიფინგი გაიმართა “დემოკრატიულ მოძრაობაში”. მოძრაობის წევრები პატიმართა უფლებების დარღვევაზე საუბრობენ და პასუხს სასჯელაღსრულების სამინისტროსგან ითხოვენ.

ფაქტს უკვე გამოეხმაურა სასჯელაღსრულების სამინისტროც. მინისტრის განცხადებით, საქმე პროკურატურას პირადად მისი მოთხოვნით გადაეცა. კალმახელიძის თქმით,სასჯელაღსრულების უწყება მზად არის აქტიურად ითანამშრომლოს როგორც გამოძიებასთან, ისე სახალხო დამცველთან და დამოუკიდებელ ექსპერტებთან.