ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 17 წლამდე ნაკრებმა პირველი შეხვედრა გამართა. ვასილ მაისურაძის გუნდი გათამაშების ფავორიტ გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით 1-0 დამარცხდა.
ქართველი ფეხბურთელები მატჩის პირველ ტაიმში სრულ უპირატესობას ფლობდნენ და გერმანიის კარის მიმართულებით არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა გუშინდელ მატჩში მეტოქე გუნდის გოლკიპერი საუკეთესო იყო.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი 59-ე წუთზე მაქს მეიერმა გაიტანა და გერმანელებმა 3 ქულა მოიპოვეს. ჯგუფის მეორე შეხვედრაში ფრე დაფიქსირდა. საფრანგეთისა და ისლანდიის მატჩი 2-2 დასრულდა.
საქართველოს 17 წლამდე საფეხბურთო ნაკრებს აქტიურად ქომაგობდნენ საქართველოში. ნაკრების ოფიციალური ფანკლუბის ”ჯვაროსნების” წევრები გერმანულ სტელზენის სახლში შეიკრიბნენ.
17 წლამდე ნაკრებმა ჯგუფში კიდევ ორი მატჩი უნდა გამართოს. მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები საფრანგეთის წინააღმდეგ 7 მაისს ჩაატარებენ. შეხვედრა თბილისის დროით 19 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
ჯგუფში ბოლო მეტოქე კი ისლანდიის ნაკრები იქნება. პლეიოფის საგზურს კი ჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს. მატჩების პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
სასულიერო პირების და აქციის მონაწილეების ნაწილი სამებისკენ გაემართა
კობა დავითაშვილი - ბიძინა ივანიშვილის შეფასება ძალიან შეურაცხმყოფელი იყო
"ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი იქნება
მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი ბაქოში
სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი ევროვიზიის ფინალში იმღერებენ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადება
რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს იუსტიციის მინისტრი ეხმიანება
ტირიფონის რეაბილიტირებული მაგისტრალური სარწყავი არხი გაიხსნა
დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს რუსული მედია ეხმიანება
ევროვიზიის ნახევარფინალის ტრანსლირება 23:00 საათიდან დაიწყება

